„SOS!!! იმერეთში გასული 24 საათის განმავლობაში 4189 კვლევა გაკეთდა. დადებითია 362. დადებითობის მაჩვენებელი 9 % ს ასცდა. დღეს ინფიცირებულებიდან, არსებული ლეტალობის სტატისტიკით 5 შესაძლოა დაიღუპოს კოვიდთან ბრძოლაში. არ გაფიქრებთ ეს??? გაიკეთეთ პირბადე ყველგან, მოერიდეთ ხალხმრავალ შეკრებებს, უარი თქვით დიდ სუფრებსა და თავშეყრებზე. დაგვეხმარეთ, რომ გადავარჩინოთ ჩვენი მეგობრები, მეზობლები, ოჯახის წევრები. რა გვჭირს ხალხო?ადამიანი ხომ მოაზროვნე არსებაა ამ პლანეტის. რატომ უნდა დაგვჭირდეს ჯაჭვი?“_ ამ ემოციურ პოსტს საკუთარი ფეისბუქის გვერდზე აქვეყნებს დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის იმერეთის სამმართველოს უფროსი გოჩა გიორგიძე.
კიდევ მეტი სიზუსტისთვის ,,გურია ნიუსი” გოჩა გიორგიძეს დაუკავშირდა, რომელიც შეშფოთებას ვერ ფარავს ქვეყანაში არსებული კოვიდსიტუაციის გამო.
,,არ გვაქვს უფლება დუმილის. ყველამ უნდა ავიმაღლოთ ხმა და მეტი სიფრთხილე გამოვიჩინოთ. ყველა საშუალება უნდა გამოვიყენოთ ამ ჯოჯოხეთის შესაჩერებლად“,_ ამბობს გიორგიძე.
ავტორი: ნინო ნანიტაშვილი