ლანჩხუთში კორონავირუსით ინფიცირების შემთხვევებმა მოიმატა. გასულ 24 საათში კორონავირუსის 19 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. ამის შესახებ „გურია ნიუსს“ ლანჩხუთის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის ხელმძღვანელმა ნატო მენაღარიშვილმა განუცხადა.
მენაღარიშვილი ამბობს,რომ ინფიცირების შემთხვევების მატება სხვადასხვა ხალხმრავალ ღონისძიებებს უკავშირდება.
მენაღარიშვილის ინფორმაციით, სულ ლანჩხუთში დაფიქსირებულია კორონავირუსის 2406 შემთხვევა, მათგან გამოჯანმრთელდა 2274 ადამიანი, 39 კი გარდაიცვალა.
ამ დროისთვის აქტიურია ინფიცირების 93 შემთხვევა. კოვიდინფიცირებული პაციენტებიდან 20 კლინიკაში მკურნალობს, მათგან 15 ლანჩხუთში, 5 კი სხვაგან არის გადაყვანილი. 71 პაციენტი მკურნალობას სახლში გადის, 1 კი კოვიდსასტუმროში.