ეს სიხარულის ცრემლებია, ბევრი თეთრად გათენებული ღამის შემდეგ, რომელიც ლაშა ბექაურის უმძიმეს ტრავმას მოჰყვა! _ ამის შესახებ სოციალურ ქსელში Georgian Sports Medicine Association-ის გვერდზე წერია.
“ზურაბ კახაბრიშვილმა დადო პირობა, რომ ის ყველაფერს გააკეთებდა, ქართველი ფალავნის წარმატების მისაღწევად!
ოლიმპიური ნაკრების მთავარმა ექიმმა სიტყვა შეასრულა!
ამ ერთ ფოტოშია გადმოცემული დღევანდელი დღე!
მადლობა, ზურა ექიმო, პირობა შესრულებულია!” _ წერია ფეისბუქგვერდზე.
ავტორი: მამუკა მამალაძე