ჩოხატაურში კორონავირუსით ინფიცირების კიდევ 9 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. ამის შესახებ „გურია ნიუსს“ ჩოხატაურის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრში განუცხადეს.
როგორც ცნობილია, ინფიცირების ახალი შემთხვევებიდან 4 ერკეთში, 3 ხიდისთავში, 1 ვან-ზომლეთში, 1 კი ბუკისციხეში გამოვლინდა.
ჯანდაცვის ცენტრში ამბობენ, რომ მნიშვნელოვანია მოსახლეობამ კოვიდრეგულაციები დაიცვას. აუცილებელია დახურულ სივრცეში პირბადის ტარება და დისტანციის დაცვა. აღნიშნული რეკომენდანციის დაცვა აუცილებელია იმ შემთხვევაშიც, თუკი ღია სივრცეში, მაგალითად, ქუჩაში თავს რამდენიმე ადამიანი იყრის.