ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის, სივრცითი მოწყობისა და ინფრასტრუქტურის სამსახურის უფროსმა გოგი ბოლქვაძემ მმართველი პარტიის დატოვებისა და გახარიას გუნდში გადასვლის შესახებ განცხადება სოციალური ქსელის საშუალებით ცოტა ხნის წინ გაავრცელა.
“გურია ნიუსი” ბოლქვაძეს დაუკავშირდა. კითხვაზე _ წარადგენს თუ არა მას მერობის კანდიდატად ჩოხატაურში გუნდი, რომლის ხედვასაც, როგორც თავად წერს, “აქვს სწორი იდეოლოგია და ჩვენი მოქალაქეების პრობლემებსა და საჭიროებებზე ორიენტირებული პოლიტიკა”, ბოლქვაძე გვპასუხობს, რომ ამის შესახებ გადაწყვეტილება ჯერ არ მიუღიათ.
“ჯერ არ არის დაზუსტებული არაფერი. მე ჩემი გადაწყვეტილება გამოვაქვეყნე”, _ გვიპასუხა გოგი ბოლქვაძემ.