პარტია „მოქალაქეების“ ლიდერი ალეკო ელისაშვილი მიიჩნევს, რომ პარლამენტის დატოვება და ბოიკოტის რეჟიმში გადასვლა ოპოზიციის მხრიდან სიცანცარე იქნება.
„რა მოწოდებებიც მესმის ზოგიერთი დაბოღმილი, პარლამენტს მიღმა დარჩენილი პოლიტიკოსისგან, ეს არის მოწოდება სიცანცარისკენ – „აი, გამოდით“ და რა ხდება მერე? მე ბოიკოტში გადასვლას და სიცანცარეს არავის ვურჩევ. ამ თვეების განმავლობაში უპასუხისმგებლოდ იქცეოდა „ნაცმოძრაობა“ და ამაზე ხმამაღლა ვსაუბრობდი. სწორედ ამ უპასუხისმგებლობამ გაუხსნა ხელ-ფეხი „ქართულ ოცნებას“ გამაოგნებელი უპასუხისმგებლობისთვის. ამ ძალებს უერთმანეთოდ უბრალოდ არ შეუძლიათ“, – განაცხადა ალეკო ელისაშვილმა.