აზერბაიჯანის და სომხეთის საზღვარზე ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება ისევ დაირღვა. ამის შესახებ ინფორმაციას Anadolu ავრცელებს.
აზერბაიჯანის თავდაცვის სამინისტროს განცხადებით, სომეხმა ჯარისკაცებმა ქალბაჯარის რაიონში აზერბაიჯანის პოზიციებს ესროლეს.
ყოფილ საბჭოთა რესპუბლიკებს შორის ურთიერთობა 1991 წლიდან დაიძაბა,როდესაც სომეხმა სამხედროებმა დაიპყრეს მთიანი ყარაბაღი, აზერბაიჯანის შემადგენლობაში საერთაშორისო დონეზე აღიარებული ტერიტორია და შვიდი მიმდებარე რეგიონი.
ახალი შეტაკებები გასული წლის სექტემბერში დაიწყო და ნოემბერში ცეცხლის შეწყვეტის შესახებ ხელშეკრულების დადებით დასრულდა.
44-დღიანი კონფლიქტის დროს აზერბაიჯანმა ოკუპაციისგან გაათავისუფლა რამდენიმე ქალაქი და თითქმის 300 დასახლება.