ლიტერატურულ პრემიას არაერთი მწერალი ტოვებს, ამის მიზეზი კი კულტურის მინისტრის, თეა წულუკიანის და სამინისტროს მიერ ჟიურის ერთი წევრის დანიშვნაა.
„თეა, მიკროფონი დააბრუნე! რა თქმა უნდა, თავისუფალი საქართველოს თავისუფალი მოქალქე “ზემოდან” დანიშნულ ჟიურის არ ავიტან. “ლიტერას” გრძელი სიიდან “მ@ილები ავღანეთზე” გამაქვს.
თეა, მიკროფორნი დააბრუნე!” – წერს რატი მუჯირი.
ასევე, წერს მწერალი გიორგი შონია – “რობოტების ყვავილები” სწორედ ძალაუფლების ცენტრების წინააღმდეგ მიმართული წიგნია და აი, ვერანაირად ჩაჯდება ამ კონტექსტში. დღევანდელი მდგომარეობა იმდენად საგანგაშოა, იმდენად ვუახლოვდებით ბელარუსს, რომ თითოეული ჩვენგანი ისე უნდა დაუპირისპირდეს ამ ბოროტებას, როგორც შეუძლია. ყველა ბერკეტი გამოსაყენებელია!”.
ლიტერატურული პრემია „ლიტერა“, საქართველოს კულტურისა და ძეგლთან დაცვის სამინისტრომ და მწერალთა სახლმა 2015 წელს დაარსა. პრემია ყოველწლიურად გაიცემა. 2020 წლის განაცხადების მიღება 20 ივლისს დასრულდა და 6 ნომინაციაში საკონკურსოდ 110 წიგნია წარმოდგენილი. კონკურსის დაჯილდოების ცერემონია 2021 წლის დეკემბერში გაიმართება.
[sexy_author_bio]