თურქეთში ხანძრის შედეგად გარდაცვლილ ადამიანთა რიცხვი გაიზარდა.
ამ დროის მონაცემებით, როგორც apnews იუწყება, დაღუპულია სამი და ჰოსპიტალიზირებულია 58 ადამიანი. დამწვარია საცხოვრებელი სახლები.
ხელისუფლებამ ტყის ხანძრების გამომწვევი მიზეზის დასადგენად გამოძიება დაიწყო.
სოფლის მეურნეობის მინისტრმა ბექირ პაკდემირლიმ განაცხადა, რომ ანტალიას პროვინცია მანავგატში გაჩენილი ხანძარი შეაჩერეს, მაგრამ კიდევ ერთი ხანძარი გაჩნდა აკსეკის რაიონში.
ხანძარი დაფიქსირდა იქმელერის რეგიონშიც, კურორტ მარმარისთან ახლოს და დასასვენებელ სახლებსა და სასტუმროებს საფრთხე შეუქმნა.
პაკდემირლის ინფორმაციით, ეგეოსის ზღვისპირა კურორტ გუვერჩინლიკში, ქალაქ ბოდრუმთან ახლოს მდებარე სასტუმრო ასევე ევაკუირებულია.
პაკდემირლის თქმით, ოთხშაბათს და ხუთშაბათს, ქვეყანაში 53 ტყის ხანძარი დაფიქსირდა, მაგრამ მათი უმეტესობა კონტროლს ექვემდებარება. ხანძრის ჩაქრობაში სამი თვითმფრინავი, 38 ვერტმფრენი და 4000 მეხანძრეა ჩართული.