ბახმაროში მიმავალ 8 ადამიანს კორონავირუსი აღმოაჩნდა. ამის შესახებ “გურია ნიუსს” ჩოხატაურის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრში განუცხადეს.
მათი ნაწილი დასასვენებლად დილას, ნაწილი კი შუადღის საათებში მიდიოდა. ვირუსის დადასტურების შემდეგ კი დაბრუნება სახლებში მოუწიათ.
„ბახმაროში ბინების მეპატრონეები გაფრთხილებულები გვყავს, რომ არ უნდა შეუშვან დამსვენებელი კორონავირუსზე ტესტის გაუკეთებლად. გაიტესტნენ და დაუდასტურდათ ვირუსი. გაბრუნდნენ სახლებში“,_ ამბობენ ჯანდაცვის ცენტრში.
[sexy_author_bio]