რაკი აღარავინ დარჩა, თანახმა ვარ, მივიღო მონაწილეობა ლიტერატურულ კონკურს “ლიტერაში”, – ამის შესახებ “მთავარი არხის” დამფუძნებელი და გენერალური დირექტორი ნიკა გვარამია Facebook-ზე წერს.
მისი თქმით, კონკურსზე თეა წულუკიანზე ფეისბუკ პოსტების კრებულს წარადგენს.
,,რაკი აღარავინ დარჩა, თანახმა ვარ, მივიღო მონაწილეობა ლიტერატურულ კონკურს ლიტერაში. წარვადგენ ჩემი ფეისბუკ პოსტების კრებულს თეა წულუკიანზე. ჰორორის ჟანრში ოდეერიც კი ვერ წამართმევს გამარჯვებას. შემეხმიანეთ. ტელეფონი იცის თეამ“, – წერს ნიკა გვარამია.
ცნობისთვის, ამ დროისთვის, “ლიტერას” ჟიური 4-მა წევრმა დატოვა, ჟიურში კი მხოლოდ კულტურის სამინისტროს მიერ დანიშნული წევრი, იოსებ ჭუმბურიძე რჩება
ასევე, კონკურსი დატოვა არაერთმა მწერალმაც. აღნიშნული გადაწყვეტილება მწერლებმა, კულტურის მინისტრის თეა წულუკიანის მიმართ პროტესტის ნიშნად მიიღეს.