იტალიელმა მეცნიერებმა მარსზე 4 ტბისგან შემდგარი სისტემა აღმოაჩინეს, რომლებშიც თხევადი წყალია. ტბები პლანეტის ზედაპირის ქვეშ მდებარეობს.
აღმოჩენა მარსის რადიოზონდირების შედეგად მიღებული მონაცემების ანალიზის შედეგად გაკეთდა. ეს პროცესი აპარატმა MARSIS შეასრულა, რომელიც ორბიტალურ სადგურზე Mars Expres-ა განთავსებული. ნამუშევარში კი იტალიელმა სპეციალისტებმა 2010-2019 წლებში გაკეთებული 134 დაკვირვება გამოიყენეს. მათ 2018 წელს აღმოჩენილი ტბის არსებობა დაადასტურეს და კიდევ 3 ახალი ტბა იპოვეს.
სპეციალისტებმა დაადგინეს, რომ ტბები ერთიან სისტემას ქმნიან. მათი საერთო ფართობი 75 ათასი კვადრატული კილომეტრია. მეცნიერები ვარაუდობენ, რომ წყალი ტბებში ძალიან მარილიანია – ტემპერატურისა და წნევის გათვალისწინებით სხვა შემთხვევაში ის თხევად მდგომარეობას ვერ შეინარჩუნებდა და გაიყინებოდა.
[sexy_author_bio]