უკვე მეორე წელია ოზურგეთის მუნიციპალიტეტის დაბა გომისმთაზე გზის მშენებლობა მიმდინარეობს. წელს გომისმთაზე დამსვენებლებს მანქანით ასვლა მხოლოდ შაბათ-კვირას შეუძლიათ, ამის მიზეზად კი გზის მშენებლობა სახელდება.
როგორც “გურია ნიუსს“ რამდენიმე ადამიანმა მიაწოდა ინფორმაცია, დღეიდან გადაადგილებაზე დაწესებული შეზღუდვები უნდა მოხსნილიყო.
ჩვენ საავტომობილო გზების დეპარტამენტის პრესსამსახურში ვცადეთ ინფორმაციის გადამოწმება.
„არანაირი ცვლილება არ არის დაგეგმილი. მთელი სეზონის განმავლობაში მანქანებით გადაადგილება მხოლოდ შაბათ-კვირას იქნება შესაძლებელი. ეს იმისთვის ხდება, რომ დაგეგმილი სამუშაოები თავის დროზე დასრულდეს“, – გვითხრეს პრესსამსახურში.
[sexy_author_bio]