ქართველი ჩოგბურთელი ეკატერინე გორგოძე პოლონეთში გამართული ტურნირის გამარჯვებულია.
გორგოძემ (WTA:185) ნახევარფინალში ფრანგ ტესა ანდრიანჯაფიტრიმოს (WTA:226) შეხვდა და სამ სეტში დაამარცხა – 4:6; 7:5; 6:4.
ფინალში გორგოძე ასევე ფრანგ ჩოგბურთელს ქლოი პაკეს შეხვდა. ფინალური დაპირისპირება 2 საათსა და 31 წუთს გაგრძელდა.
ქართველმა ჩოგბურთელმა სამ სეტში, 7:6 (9:7), 0:6, 6:4 გაიმარჯვა.