სოფელ ნაგომარში ადმინისტრაციული შენობა დაიწვა _ ამის შესახებ ფეისბუქში ერთ-ერთი მომხარებელი ზურა სტეფანია პოსტს აქვეყნებს, რომელსაც “გურია ნიუსი“ ვრცლად გთავაზობთ.
“3 საათი იწვოდა სოფლის ადმინისტრაციული შენობის (ე. წ. “კანტორა“) მეორე სართული. ჯერ სახურავი, მერე ოთახები, პირველზე ყრიდა უკვე ცეცხლს, რადგან გამყოფი ფენა ბეტონის არაა (I სართულს მეორე სართულის ცეცხლი ანათებს). 3 სახანძრო მანქანა მოვიდა სულ, დანარჩენი როგორც ამბობენ ურეკშია, სეზონისთვისო. ზოგმა თქვა თურქეთში გაუშვესო.
15-20 წუთი ელოდებიან მეხანძრეები წყლით სავსე მანქანის მოსვლას, მანამდე ბალახზე დამჯდარი, ხალხთან ერთად უყურებენ, როგორ იწვის შენობა, სადაც სამედიცინო ამბულატორია და ბაგა–ბაღიც იყო განთავსებული. 15 კილომეტრიდან მოაქვს მანქანას წყალი, ამიტომ აგვიანდება. თუმცა, მდინარე 150 მეტრშია. ალბათ, ვერ მიუდგნენ. მეხანძრემ რა უნდა ქნას,?! რაც აქვთ, იმით ცდილობენ...
არადა, იმ კომუნისტების დროს, სახანძრო პუნქტი სოფელში ერთი მანქანით იყო წარმოდგენილი.
20 წუთზე მეტი დასჭირდა ბრიგადებს ადგილზე მოსასვლელად. სასწრაფო არ მოჰყოლია, თუმცა, რამდენჯერმე დაურეკავთ, ხო არ ვართ საჭიროო. ერთი პატრულის მანქანაც იყო.
ბაღიდან გაზის ბალონის (იმის მიუხედავად, ბუნებრივი აირი არსებობს, ბაღში მაინც არ არის შეყვანილი.. ) გამოტანა მოასწრეს, მაცივრისაც. სკამებიც გარეთაა“, _ წერს ზურა სტეფანია.