ბერძნულ-რომაული სტილით ჭიდაობაში მეორე მედალი მოპოვების შანსი ხვალ გექნება. დღეს ნახევარფინალში გავიდა 67 კილოში მოჭიდავე, 25 წლის, რამაზ ზოიძე. რომელმაც შესანიშნავად დაიწყო ასპარეზობა, პირველ წრეში მოქმედი ოლიმპიური და მსოფლიო ჩემპიონი კუბელი სპორტსმენი დაამარცხა, თუმცა 1/2 ფინალში დასანანი მარცხი იწვნია ირანელ ათლეტთან და ხვალ ბრინჯაოს მედლისთვის იჭიდავებს.
რეპეშაჟის პირველ წრეში წააგო გიორგი მელიამ და ასპარეზობას გამოეთიშა, ასევე ძალიან დასანანი მარცხი იწვნია, ჩვენი გუნდის ერთ-ერთმა ლიდერმა, ლაშა გობაძემ. 1/8 ფინალში უზბეკ სპორტსმენს პირველი ტაიმის შემდეგ ლამაზი გდებით უგებდა, 3:0 მიყავდა ანაგრიში, მაგრამ მეორე ნახევარში მისსავე წამოწყებულ ილეთზე ცუდად ჩაყვა და საბოლოოდ 5:6 დამარცხდა. 1/4 ფინალში უზბეკმაც დათმო შეხვედრა და ამრიგად ლაშა გამოეთიშა მედლისთვის ბრძოლას.
ტოკიოს ოლიმპიადაზე გამოსვლა დაასრულა კიდევ ერთმა სპორტსმენმა, ლაშა ღულელაურმა. ქართველმა მძლეოსანმა სამხტომში საკვალიფიკაციო ეტაპი ვერ გაიარა. ბოლო ცდა ლაშამ ტრავმის გამო გამო ვეღარ შეასრულა.
სამწუხაროდ დოპინგ ტესტი ჩაუვარდა კიდევ ერთ ქართველ მძლეოსანს, ბენიკ აბრამიანს. ის ავტომატურად მოიხსნა შეჯიბრიდან.
14:15 საათზე დაიწყება შეჯიბრი ბირთვის კვრაში. ქართველი მძლეოსანი, გიორგი მუჯარიძე კვალიფიკაციაში A ჯგუფში იასპარეზებს. ფინალში გასასვლელად სპორტსმენებმა ან 21.20-ზე უნდა ტყორცნონ ბირთვი, ან 12 საუკეთესო გამომსვლელს შორის არის მოხვედრა საჭირო.
[sexy_author_bio]