ერთიანი ეროვნული გამოცდებზე ინგლისურ ენაში მაქსიმალური 80 ქულიდან 77 ქულის მოპოვება შეძლო ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ასკანის საჯარო სკოლის კურსდამთავრებულებმა _ ლელუკა ლიპარტელიანმა, მისი თანაკლასელი ანი სისვაძე კი, მხოლოდ 7 ქულით ჩამორჩა მეგობარს.
ინფორმაცია “გურია ნიუსს” სკოლის ინგლისური ენის მასწავლებელმა მაკა დეკანოიძემ მოაწოდა.
მაკა დეკანოიძე სოციალური ქსელის საშუალებით ულოცავს ყოფილ მოსწავლეებს წარმატებას.
“ყველა ჩემს აბიტურიენტს ვულოცავ ინგლისურის ჩაბარებას, განსაკუთრებით კი, ამათ შორის ლიდერს _ ანი სისვაძეს 70 ქულით. ყოჩაღი გოგო ხარ და მეტიც შეგეძლო. მინდა ყველას სტუდენტობა მოგილოცოთ მალე, სადაც გინდათ და რა ფაკულტეტზეც. კვლავაც წარმატებები!” _ წერს მაკა დეკანოიძე სოციალურ ქსელში.
“გურია ნიუსი” ულოცავს სკოლის კურსდამთავრებულებს და ახალ-ახალ წარმატებებს უსურვებს!