კონსტანტინე შარაშენიძე, ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერის პოსტზე, კენჭს კვლავ დამოუკიდებლად იყრის.
5 აგვისტოს, ოზურგეთის საოლქო საარჩევნო კომისიაში, საინიციატივო ჯგუფმა განცხადება შეიტანა და კოტე შარაშენიძე ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერობის დამოუკიდებელ კანდიდატად წარადგინა.
მოქმედი მერი ამავე დღიდან შვებულებაში გავიდა და ახლა მოვალეობის შესრულებას, მუნიციპალიტეტის მერის პირველი მოადგილე, ალექსანდრე სურგულაძე შეუდგა.
„გურია ნიუსი“ შარაშენიძეს დაუკავშირდა და კომენტარი სთხოვა:
_ რაც მოხდა 2017 წელს, რომ მე ამირჩია ხალხმა, ახლაც იგივე ხალხის სურვილით ვიყრი კენჭს. დასაწყისიდან იყო დაძაბულობები, მერე იყო პანდემია, თუმცა, მაქსიმალურად ვეცადე, გამერთმია თავი საქმისთვის. დახმარებაზე და თანადგომაზე უარი არავისთვის გვითქვამს, რაც შეგვეძლო. ახლა საზოგადოებას უფრო მზადაა, გააკეთოს არჩევანი.
_ ერთი კითხვა, რაც მერობის ყველა კანდიდატთან მექნება-შეძლებთ თუ არა თქვენ, გურული კანდიდატები, დანარჩენ საქართველოს აჩვენოთ კორექტული ბრძოლის მაგალითი, რაც პოლიტიკური კულტურის დამკვიდრების დასაწყისად შეიძლება იქცეს. მოგეხსენებათ, რა შეურაცხმყოფელი ლექსიკაა დამკვიდრებული პოლიტიკურ პარტიებსა და მომხრე-მოწინააღმდეგეებს შორის..
_რა თქმა უნდა. მე ეს ვიდეო მიმართვაშიც დავაფიქსირე. არავის ლანძღვა-გინებას არ ვაპირებ. განწყობა ძალიან კარგი მაქვს. საგანგაშო და საყვირალი არაფერია. ხალხს აქვს მეტი საფიქრალი, ვიქნები ღირსეული კანდიდატი – გვითხრა შარაშენიძემ.
კონსტანტინე შარაშენიძე თვლის რომ ღირსეული კანდიდატი იქნება, როგორც ამომრჩევლისთვის, ასევე კონკურენტებისთვისაც.
[sexy_author_bio]