ბოლო 24 საათის განმავლობაში სამტრედიის მუნიციპალიტეტში კორონავირუსით დაინფიცირების 58 ახალი დადასტურებული შემთხვევა დაფიქსირდა.
თვითიზოლაციაში 50 პირი გადავიდა. სამტრედიაში თვითიზოლაციაში სულ 246 ადამიანი იმყოფება. კოვიდ-19-ით, სამტრედიაში, ჯამში, კორონავირუსით დაინფიცირების 4330 დადასტურებული შემთხვევაა გამოვლენილი, _ ეს ინფორმაცია ,,გურია ნიუსს” საზოგადოებრივი ჯანდაცვის სამტრედიის ცენტრის ხელმძღვანელმა, მარინა თევზაძემ მიაწოდა.
მარინა თევზაძის თქმით, სამტრედიაში ეპიდვითარება გართულებულია.
,,სამტრედიაში ეპიდსიტუაცია გართულებულია. ადამიანები არ ერიდებიან შეკრებებს და ნაკლებად იცავენ რეკომენდაციებს, შედეგიც სახეზეა, ყოველდღიურად იზრდება დაინფიცირების შემთხვევები. მივმართავ საზოგადოებას, გამოვიჩინოთ მეტი სიფრთხილე, ამით საკუთარ ჯანმრთელობასაც დავიცვათ და გარშემომყოფებისაც”, _ გვითხრა თევზაძემ.
[sexy_author_bio]