ბახმაროში არსებული ეპიდვითარების შესახებ „გურია ნიუსი“ ჩოხატაურის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის ხელმძღვანელს, ნატო ჯიბუტს ესაუბრა.
ჯიბუტი ამბობს, რომ ინფიცირების შემთხვევები ფიქსირდება, მაგრამ ბახმარო იმ პირებმა, ვისაც ვირუსი დაუდასტურდათ,უკვე დატოვეს.
„ბახმაროშიც ფიქსირდება ინფიცირების შემთხვევები, მაგრამ ბახმარო დავატოვებინეთ იმ პირებს, ვისაც დაუფიქსირდა. გუშინ ბახმაროში ინფიცირების შემთხვევა არ დაფიქსირებულა“,_ გვითხრა ჯიბუტმა.
ჩოხატაურის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის ხელმძღვანელი არ ადასტურებს ინფორმაციას იმის შესახებ, რომ ბახმაროში რომელიმე ქუჩა წითელ ზონად არის გამოცხადებული.
„ვერ დავადასტურებ ინფორმაციას იმის შესახებ, რომ ბახმაროში რომელიმე ქუჩა დატვირთულია კორონავირუსიანი ხალხით“,_ გვითხრა ჯიბუტმა.
ბახმაროში მუშაობს კოვიდკაბინეტი, სადაც იქ მყოფ დამსვენებლებს კორონავირუსზე ამოწმებენ.
[sexy_author_bio]