“ასე ხდება მაშინ როდესაც გაუცხოვდები მეგობრებთან და მოკავშირეებთან. ღარიბაშვილი უნდა გადადგეს” – ამის შესახებ ბრიტანელი ჟურნალისტი და პოლიტიკური მიმომხილველი დენიელ ჰამილტონი ,,ტვიტერზე“ წერს.
ჟურნალისტის აზიარებს ინფორმაციას, სადაც ნათქვამია რომ ლიეტუვამ, ლატვიამ და ესტონეთმა უარი უთხრეს დაგეგმილ ვიზიტებზე საქართველოს პრემიერმინისტრ, ირაკლი ღარიბაშვილს. ასევე პოსტში, აღნიშნულია, რომ ამ ქვეყნების მთავრობების გადაწყვეტილების მიზეზი კი 5 ივლისის მოვლენები და მოძალადეების დაუსჯელობა გახდა.
,,გავრცელებული ინფორმაციით, საქართველოს პრემიერ -მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი ესტონეთმა, ლატვიამ და ლიტვამ უარი თქვეს ბალტიისპირეთში დაგეგმილ შეხვედრებზე. იქ მყოფი მთავრობები ამბობენ, რომ ძალიან უკმაყოფილონი არიან თბილისში 5 ივლისის ძალადობის დამნაშავეთა დაუსჯელობით.“ – წერი ტვიტერზე, რომელიც ჰამილტონმა გააზიარა.
[sexy_author_bio]