მას შემდეგ, რაც მმართველმა გუნდმა მერობის კანდიდატად ოფიციალურად წარადგინა მოქმედი მერი ალექსანდრე სარიშვილი, გაირკვა გახარიას გუნდის ფალავანიც, რომელიც იქნება ელგუჯა კალანდარიშვილი, დანარჩენი ოპოზიცია, ფაქტობრივად, შეჯერდა, რომ თვითმმართველობის არჩევნებზე ერთიან კანდიდატს წარადგენს.
სახელდებოდა რამდენიმე კანდიდატურაც, თუმცა, კულუარული ინფორმაციით, უპირატესობა ცნობილ უფლებადამცველსა და იურისტს ლია მუხაშავრიას ენიჭებოდა.
ირკვევა, რომ ადგილობრივი ოპოზიციური პარტიების უმრავლესობა უკვე შეჯერდა ერთიან მერობის კანდიდატზე და როგორც მოსალოდნელი იყო, ეს რჩეული, პოლიტიკური გაერთიანება ტრიბუნას წევრი ლია მუხაშავრიაა. აღნიშნული ინფორმაცია „გურია ნიუსთან“ საუბარში ოპოზიციური პარტიის წარმომადგენლები ადასტურებენ, რომელთაც დღეს მორიგი საერთო შეკრება ქონდათ ამ და სხვა საერთო კანდიდატებთან დაკავშირებით.
ლია მუხაშავრიას კანდიდატურას მხარს უჭერს: „ევროპული საქართველოს“, ლელოს“, „გირჩი-მეტი თავისუფლებისთვის“, „ერთიანი საქართველო“ და ბლოკი „ძალა ერთობაშიას“ ადგილობრივი ორგანიზაციები.
[sexy_author_bio]