https://sinatle.media/
გურია ნიუსი
  • მთავარი
    • ყველა
    • დღის ფოტო
    • კულტურა
    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • სამართალი
    • სპორტი
    • ფინანსები

    საქართველოს ბანკმა აზიის განვითარების ბანკისგან საერთაშორისო ჯილდო – Supply Chain Finance Award მოიპოვა

    ინფექციონისტი – „ნოროვირუსის“ აფეთქება აშკარად უკავშირდება საკვებს, რადგან შემთხვევები ერთდროულად გამოვლინდა 20 ბაღში

    ნევროლოგი ალექსანდრე ცისკარიძე ექიმ მაია კოხტაშვილის დაკავებას ეხმაურება: მოქმედი რეგულაცია ვერანაირ კრიტიკას ვერ უძლებს

     „კოალიცია ცვლილებისთვის“ გიორგი ბარამიძის დაკავებას ეხმაურება

    სეს-მა ვეტერინარული კლინიკა ვადაგასული პრეპარატების რეალიზაციის გამო დააჯარიმა

    მოემზადე ახალი სასწავლო წლისთვის – საქართველოს ბანკის შეთავაზებები სტუდენტებისთვის და მოსწავლეებისთვის

    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • ფინანსები
    • სამართალი
    • კულტურა
    • სპორტი
    • დღის ფოტო
  • G-NEWS TV

    „მინდა, რომ ჩაგეხუტო“ _ სიყვარულის ისტორია “გურია ნიუსის“ არქივში

    ხანძარი ავჭალაში _ ვიდეოკადრები შემთხვევის ადგილიდან

    ია მამალაძე: “მედიის თავისუფლება ქვეყნის დემოკრატიული განვითარების ქვაკუთხედია”

    აპრილის თოვლი გურიაში

    დაკავებულებს თეთრ მიკროავტობუსებში ამწყვდევენ

    ნიღბიანი კაცი პოლიციის ფორმის გარეშე “გურია ნიუსის“ კამერას ხელს ურტყამს

  • კარმიდამო ჩემი
    • ყველა
    • კულინარია
    • მწვანე აფთიაქი
    • ჩვენი რჩევები
    • ხელგარჯილობა

    მარალფალფა -საუცხოო საკვები პირუტყვისთვის  და შოთა მახარაძის გამართლებული ცდა

    სოფლის განვითარების პრობლემები  გურიაში: „ ახლა ჰაერივით საჭიროა მაგალითების შექმნა“

    როგორია კვერცხის შეღებვის საუკეთესო წესი

    მძაღის საწებელი – უძველესი გურული საწებლის რეცეპტი

    როგორ განვაახლოთ ბუნებრივად და ხელოვნურად ტყე

    “სასულიერო ცხოვრება სამეურნეო საქმიანობას არ გამორიცხავს _ ასეც უნდა იყოს”

    • ხელგარჯილობა
    • ჩვენი რჩევები
    • კულინარია
    • მწვანე აფთიაქი
  • ისტორია

    მთის არწივი – ვაჟა-ფშაველა

    „კომსომოლისტების“ თარეში თბილისში

    ბედისწერამ თავისი გაიტანა

    ქართული ნაციონალიზმი

    როგორ გადაურჩა ქართველობა ციმბირში გადასახლებას

     „ჩვენი ერთობა“, 26 მაისი, 1925 წელი

  • ფეისბუქსტატუსები

    ,,მგონი ვიცი, რაც ემართებათ სუსის უფროსებს“ – ნინო ჯანგირაშვილი

    კახა კახიშვილი: „ასეთი მეთოდებით ბრძოლამ არ უნდა მიგვიყვანოს იქამდე, რომ ექიმებს ავადმყოფის დახმარების შეეშინდეთ“

    სიმონ ჯანაშია: 90-იან წლებში დაგვაბრუნეს, სადაც პარტიის ლოიალობა წყვეტდა სახელმძღვანელოს ბედს და არა პროფესიონალიზმი

    ამირან გამყრელიძე ხელისუფლებას მოუწოდებს, ნაჩქარევად მიღებულ ჯანდაცვის რეგულაციებს გადახედოს

    “ბიძინას კატეგორიულად არ აწყობს, დაბრალდეს თუნდაც ერთი მკვლელობა” – ბაია პატარაია

    “სანამ ცოცხლები ვართ, ამის ძალა გვაქვს“ — გიორგი კეკელიძე ფერისცვალებაზე

  • 21-ს ქვევით

    96 მედალოსანი და 7 აბიტურიენტი – ოზურგეთში წარმატებული კურსდამთავრებულების დაჯილდოების ცერემონია გაიმართა

    ეროვნული გამოცდები ოზურგეთში: სიახლეა ის, რომ ახლა მესამე საჯარო სკოლაა მასპინძელი

    როგორ იქცევა ჩვეულებრივი საკლასო დავალება რეალობად?- მეშვიდე კლასის მოსწავლე ბუდუ ზივზივაძეს შეხვდა

    ბედნიერი გზებით იარეთ, ბავშვებო! _ნიჭის ზეიმი შუაფარცხმის საჯარო სკოლის სცენაზე

    რომელი არჩევითი საგნებია წელს ყველაზე მოთხოვნადი? — გამოცდების ცენტრის სტატისტიკა

    შემოქმედებითი საღამო-დაჯილდოება ჩოხატაურის მართლმადიდებლურ სკოლაში

  • მსოფლიო

    პოლიციამ ესპანეთში იპოვა “წამების ოთახი” და ორი მამაკაცი გადაარჩინა – დაკავებულია საქართველოს 7 მოქალაქე

    ვოლოდიმირ ზელენსკი – რუსეთი მრავალ სიგნალს იძლევა, რომ ომის გაფართოებისთვის მზადაა

    ასეთი საჰაერო შეტევა სტალინისდროინდელ მოსკოვსაც არ ახსოვს-უკრაინული კამიკაძე-დრონები მორიგ საბრძოლო რეკორდს ამყარებენ…

    რუსეთის მხრიდან უკრაინაში შეჭრის შემდეგ ჩადენილია სექსუალური ძალადობის სულ მცირე 1004 შემთხვევა

    მაკრონი: “ჩვენი დღევანდელი და ხვალინდელი უსაფრთხოება სასწორზე დევს უკრაინაში”

    საფრანგეთის პრეზიდენტმა საწვავის მკვეთრ გაძვირებას “გაუსაძლისი” უწოდა

  • გართობა
    • ყველა
    • ა კიდო
    • ზაფრანი
    • ტესტები
    • ზაფრანი
    • ტესტები
    • ა კიდო
შედეგი არ არის
ყველა შედეგი

კოვიდ 19-ის ახალი შტამი, რომელიც ბავშვებს საფრთხეს უქმნის

14:22; 6.08.2021
კორონავირუსი
Share on FacebookShare on TwitterEmail

„დელტა“ ანუ კოვიდ-19-ის ინდური შტამი(B.1.617.2) მსოფლიოს ახალ გამოწვევად იქცა. მეცნიერთა მტკიცებით, ის ბრიტანულ „ალფა“ და ჩინურ „უჰანურ“ შტამებთან შედარებით გაცილებით მეტად გადამდებია და მოკლე დროში მეტ ადამიანს აინფიცირებს.

ინდური შტამი თავად ინდოეთში, ოფიციალურად, 24 მარტს დაფიქსირდა და უკვე თითქმის მსოფლიო მოიცვა. საქართველოში კი პირველად 27 მაისს აღირიცხა და როგორც ჯანდაცვის ექსპერტები ვარაუდობენ, აგვისტოს ბოლოდან ის სრულად ჩაანაცვლებს  „ალფა“ ანუ ბრიტანულ შტამს და ეს, ცხადია, ჰოსპიტალური სექტორის გადატვირთვასაც გამოიწვევს. საქართველოსა და მსოფლიოში მოქმედი ჯანდაცვის ორგანიზაციები აფრთხილებენ მოსახლეობას, რომ ვირუსის ახალი მუტირებული შტამი ბავშვებისთვის გაცილებით უფრო საშიშია, ვიდრე ვირუსის სხვა, აქამდე გავრცელებული ვარიანტები. 

რატომ არის დელტა უარესი სხვა შტამებზე? ეს არის SARS-CoV-2, კორონავირუსის ყველაზე ინფექციური ვარიანტი, რომელიც დაახლოებით 55% -ით უფრო გადამდები, ვიდრე ალფა, ადრე ყველაზე ინფექციური ფორმა და თითქმის ორჯერ გადამდები, ვიდრე სხვა ცირკულაციური შტამები. ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია ელოდება, რომ დელტა სწრაფად გადალახავს კორონავირუსის სხვა ვარიანტებს და გახდება SARS-CoV-2– ის გლობალურად დომინანტური შტამი  უახლოეს თვეებში. დელტა სწრაფად გავრცელდა _ ივლისში გამოჩნდა ათამდე ახალ ქვეყანაში და მიაღწია 124 ქვეყანას 18 ივლისის მდგომარეობით. ის უკვე არის დომინანტური შტამი აშშ -ში, დიდ ბრიტანეთში, რუსეთში, ჩინეთში და სულ მცირე 10 სხვა ქვეყანაში. (წყარო:https://www.washingtonpost.com).

ძალიან მნიშვნელოვანია, რომ აქამდე ცირკულირებადი ვირუსის ჩინური და ბრიტანული შტამი ბავშვებს ნაკლებად ერჩოდა და დაავადების მიმდინარეობაც მსუბუქი იყო. ინდური შტამი კი, სპეციალისტთა მოსაზრებით, მრავალი მუტაციის გამო, ბავშვებისთვის საფრთხეს წარმოადგენს.

საჩხერის კოვიდ-ცენტრის პედიატრი ნესტან ჭიღლაძე ამ შეფასებას ადასტურებს:

_ თუკი შევადარებთ ნოემბერ-დეკემბრის პერიოდში ინფიცირებული ბავშვების მდგომარეობას ამჟამად  ინფიცირებული ბავშვების მდგომარეობასთან, განსხვავება დაავადების მიმდინარეობის სირთულეებს შორის ნამდვილად არის. ახლა უფრო მეტ ბავშვს სჭირდება ჰოსპიტალიზაცია, მეტია ფილტვების ანთების განვითარების რისკები და უფრო მეტი ბავშვი საჭიროებს ინტენსიურ თერაპიას.

_  რა განსხვავებული სიმპტომებით გამოირჩევა კოვიდ-19-ის ინდური შტამი სხვა ვარიანტებისგან?

_  განსხვავება შტამებს შორის რთული გასარჩევია. ისევე, როგორც ბრიტანული შტამის შემთხვევაში ჩინურთან შედარებით, ინდური შტამის შემთხვევაშიც მოხდა კონკრეტული სიმპტომების გაძლიერება და დარჩენილი სიმპტომების შესუსტება. პაციენტს კორონა ვირუსისთვის დამახასიათებელი სიმპტომებიდან ნებისმიერი შეიძლება გამოუვლინდეს, თუმცა აქამდე არსებულ შტამებს ახასიათებდათ, ძირითადად, რამდენიმე სიმპტომის გაძლიერება. ასეა „დელტა“ შტამის შემთხვევაშიც. ინფიცირებულ ბავშვებს ახასიათებთ სურდო, დიარეა, ყელისა და თავის ტკივილი და იშვიათად ყნოსვისა და გემოს დაკარგვა, როგორც მაგალითად, ახასიათებდა „ალფა“ და „უჰანურ“ შტამებს. შესაბამისად, მშობლებსაც მოვუწოდებ, რომ ამ სიმპტომებს განსაკუთრებულად მიაქციონ ყურადღება.

მიზეზებზე, თუ რატომაა ვირუსის ეს ვარიანტი განსაკუთრებით საშიში ბავშვებისთვის, იმუნიზაციის ტექნიკურ მრჩეველთა ეროვნული ჯგუფის ხელმძღვანელს და იაშვილის  სახელობის ბავშვთა  ცენტრალური საავადმყოფოს  სამედიცინო დირექტორს ივანე ჩხაიძეს ვესაუბრეთ:

_ კორონავირუსის სხვა შტამები იმიტომ იყვნენ ნაკლებად საშიში ბავშვებისთვის, რომ მათ  არ აქვს კარგად განვითარებული რეცეპტორები. რეცეპტორი არის უჯრედის გარკვეული ნაწილი, რომელთან მიწებების შემდეგ, ვირუსი ორგანიზმში აღწევს. ეს მისაწებებელი რეცეპტორები   კი ბავშვს,  ფიზიოლოგიური და ანატომიური თავისებურებების გამო, ნაკლები აქვს. ამდენად, ჩინური და ბრიტანული შტამები  საშიში არ იყო  იყო ბავშვებისთვის, რასაც ვერ ვიტყვით ინდურ შტამზე. „დელტა“ ვარიანტი უფრო დიდი შეღწევადობით გამოირჩევა , რადგან მრავალი მუტაცია განიცადა და შესაბამისად, ბავშვებსაც მეტად აზიანებს.

_ როდის უნდა გადაწყვიტოს მშობელმა, რომ ჰოსპიტალიზაცია აუცილებელია? შეიცვალა თუ არა სამუშაო ჯგუფის მიერ შემუშავებული ჰოსპიტალიზაციის პროტოკოლი?

_ წლამდე ასაკში, ჩვენი პროტოკოლი ვირუსის დადასტურების შემთხვევაში ჰოსპიტალიზაციას ითვალისწინებს. გარდა ამისა, თუ ბავშვს სამ დღეზე მეტხანს გაუგრძელდა ცხელება, მშობელს აქვს რეკომენდაცია, მოითხოვოს ბავშვის ჰოსპიტალიზაცია; ასევე, ქოშინის, გახშირებული და მკვნესარე სუნთქვის  დროს, რაც პირდაპირი ნიშანია ფილტვების დაზიანების, აუცილებელია ჰოსპიტალიზაცია. საყურადღებოა ასევე ჭირვეულობა, ძილიანობა, დიდი რაოდენობით წლის შემცველი განავალი ან ნაწლავთა მოქმედების გაძლიერება.

_ ყველაზე მთავარი რეკომენდაცია მშობლებისთვის?

_ ვაქცინაცია არის ერთადერთი გამოსავალი ამ ინფექციის დასამარცხებლად. მოვუწოდებ ყველა მშობელს დაიცვას თავისი პატარა და აიცრას! გარდა ამისა, მოერიდონ ბანაკების და მსგავსი ტიპის დაწესებულებებში ბავშვების დასასვენებლად გაგზავნას, რადგან ეს ხელს შეუწყობს ვირუსის მეტად გავრცელებას.

საქართველოში იმუნიზაციის პროცესში ჩართვის შესაძლებლობა საქართველოს მოქალაქეებს 18 წლის ასაკიდან აქვთ, თუმცა საზღვარგარეთ, რამდენიმე ქვეყანაში მოზარდებს უკვე ცრიან. „დელტა“ შტამისგან გამოწვეული საფრთხეების გამო საქართველომ უკვე მიმართა მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციას 12 წლიდან მოზარდების აცრის რეკომენდაციისთვის, თუმცა მანამდე იმუნიზაციის ტექნიკურ მრჩეველთა ეროვნული ჯგუფის ხელმძღვანელი, ივანე ჩხაიძე მშობლებს ვაქცინაციისკენ მოუწოდებს. ასევე, მიიჩნევს, რომ პანდემიის დასრულება ბავშვთა იმუნიზაციაზე გადის.

ჩვენ ვცადეთ, მოგვეპოვებინა ინფორმაცია, თუ რამდენი ბავშვია ინფიცირებული ამ დროისთვის საქართველოში, რამდენად მძიმეა მათი მდგომარეობა და რამდენი მათგანია გარდაცვლილი, თუმცა, ასეთი სტატისტიკური მონაცემი ჯანდაცვის სამინისტროს ვებ-გვერდზე არ იძებნება.

ინფორმაციის დაზუსტება ვთხოვეთ  ჯანდაცვის სამინისტროს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურს, თუმცა მათ დაგვიდასტურეს, რომ ასეთი სტატისტიკური მონაცემები ჯერ-ჯერობით არ არსებობს

გაგაცნობთ ქვეყნების ნაწილს, რომლებიც უკვე ატარებენ ან გეგმავენ უახლოეს პერიოდში ბავშვების იმუნიზაციას  COVID-19- ის საწინააღმდეგოდ მას შემდეგ, რაც ევროკომისიამ დაადასტურა Pfizer-BioNTech– ის COVID-19 ვაქცინა 12 წლამდე ასაკის ბავშვებში გამოსაყენებლად: ავსტრიის მიზანია 12-15 წლის 340,000-ზე მეტი ბავშვის ვაქცინაცია აგვისტოს ბოლოსთვის (წყარო: საინფორმაციო საიტი Vindobona); ესტონეთს შეუძლია მოზარდების ვაქცინაცია დაიწყოს შემოდგომიდან (საზოგადოებრივი მაუწყებელი ERR); იტალიამ 31 მაისს დაამტკიცა Pfizer-BioNTech ვაქცინის გამოყენების გახანგრძლივება 12-15 წლის პირებზე; საფრანგეთმა დაიწყო მოზარდების ვაქცინაცია 12 წლიდან Pfizer– ის ვაქცინით 15 ივნისს; გერმანიამ და პოლონეთმა _ 7 ივნისიდან,  12-16 წლის ბავშვებისთვის; საინფორმაციო სააგენტო Xinhua– ს ცნობით, უნგრეთმა მაისის შუა რიცხვებში 16-18 წლის ბავშვების ვაქცინაცია დაიწყო. ბრიტანეთის მედიკამენტების მარეგულირებელმა განაცხადა, რომ მან დაამტკიცა Pfizer და BioNTech– ის მიერ შემუშავებული ვაქცინა 12–15 წლის მოზარდებზე გამოსაყენებლად; ნორვეგიამ შეიძლება განიხილოს Pfizer– ის ვაქცინა იმ ბავშვებისთვის, რომლებსაც აქვთ COVID-19– ით სერიოზულად დაინფიცირების მაღალი რისკი, იტყობინება გაზეთი VG; დუბაიში დაიწყო Pfizer-BioNTech ვაქცინის შეთავაზება 12-15 წლის მოზარდებზე, მას შემდეგ რაც არაბთა გაერთიანებულმა საამიროებმა მაისის შუა რიცხვებში დაამტკიცა გადაუდებელი გამოყენება იმავე ასაკობრივი ჯგუფისათვის. სინგაპურმა ვაქცინაციის პროგრამა 12-18 წლის მოზარდებში 1 ივნისიდან გახსნა; იაპონიამ 28 მაისს დაამტკიცა Pfizer– ის ვაქცინის გამოყენება 12 წლის და ზემოთ ასაკის პირებისთვის; ფილიპინებმა 26 მაისს მიიღო გადაწყვეტილება Pfizer-BioNTech– ის ვაქცინის გადაუდებლად გამოყენებისათვის 12-15 წლის ბავშვებში; ჩილემ დაამტკიცა Pfizer-BioNTech- ის ვაქცინის გამოყენება 12-16 წლის ასაკის ბავშვებისთვის. აშშ-მ დაიწყო მოზარდების ვაქცინაცია მაისის შუა რიცხვებში მას შემდეგ, რაც დაავადებათა კონტროლისა და პრევენციის ცენტრმა დაამტკიცა Pfizer- ით აცრა12-15 წლის ასაკის ბავშვებისთვის; კანადამ მაისის დასაწყისში დაამტკიცა Pfizer-ის ვაქცინის გამოყენება 12-15 წლის ბავშვებში (წყარო: https://www.ctvnews.ca/health/coronavirus/these-countries-are-vaccinating-children-against-covid-19-1.5456421).

[sexy_author_bio]
ივანე ჩხაიძენესტან ჭიღლაძე
გაზიარება18Tweet11Send

ამავე კატეგორიაში

კორონავირუსი

ახალი კორონავირუსი აღმოაჩინეს, რომელმაც შესაძლოა გლობალური პანდემია გამოიწვიოს

14:04; 9 ივნისი, 2025
კორონავირუსი

WHO: კოვიდი ჯერ კიდევ ჩვენთანაა, ევროპაში ტესტების 20% დადებითია

19:50; 13 აგვისტო, 2024
კორონავირუსი

აზერბაიჯანში, კორონავირუსის გამო სპეციალური საკარანტინო რეჟიმი გახანგრძლივდა

15:16; 25 ივნისი, 2024
კორონავირუსი

გაზრდილი კოვიდ ინფიცირების შემთხვევები- ჰავაიში საზოგადოებას სიფრთხილისკენ მოუწოდებენ

15:21; 13 ივნისი, 2024
კორონავირუსი

კაცმა კოვიდვაქცინა 217-ჯერ გაიკეთა (უცხოეთი)

11:50; 6 მარტი, 2024

CNN-მა ოფისში   COVID -19– ის საწინააღმდეგო ვაქცინის ჩატარების გარეშე მისვლის გამო სამი თანამშრომელი გაათავისუფლა

თურქეთში სამგზავრო ავტობუსი სატვირთოს შეეჯახა, დაიღუპა 6 ადამიანი და დაშავდა 37

ყველა სიახლე

ფინანსები

საქართველოს ბანკის მხარდაჭერით, 500 Global in Eurasia-ს აქსელერაციის პროგრამის მეთერთმეტე ნაკადის გადამზადება დაიწყო

18:50; 22.09.2026
საზოგადოება

უხვმა ნალექმა კურორტ ლაშიჭალასთან ხიდი დააზიანა და მოძრაობა შეზღუდა

18:29; 22.09.2026
სამართალი

სასამართლომ ერთ-ერთი ქალთა საფეხბურთო კლუბის მფლობელი ბიზნესმენი სექსუალური ძალადობის ბრალდებაში უდანაშაულოდ ცნო

18:13; 22.09.2026
საზოგადოება

ერთიან ეროვნულ გამოცდებზე იტალიური ენის ჩაბარებაც იქნება შესაძლებელი

17:58; 22.09.2026
საზოგადოება

თბილისის მასშტაბით, საჯარო ბაგა-ბაღებში მენიუდან რძის პროდუქტი ამოიღეს

17:44; 22.09.2026
საზოგადოება

„ენერგო-პრო ჯორჯიას” აბონენტთა საყურადღებოდ!

17:25; 22.09.2026
სამართალი

არასრულწლოვნის მიმართ სექსუალური ძალადობის ფაქტზე 60 წელს გადაცილებულ პირს ბრალი წარუდგინეს

17:24; 22.09.2026
საზოგადოება

ჩოხატაურელი მოძღვარი გარდაიცვალა

17:08; 22.09.2026
საზოგადოება

თიბისი ტექსკოლაში ახალი ნაკადის მიღება დაიწყო – სწორი ადგილი განათლებისთვის

16:59; 22.09.2026
მთავარი

საქართველოს ბანკმა აზიის განვითარების ბანკისგან საერთაშორისო ჯილდო – Supply Chain Finance Award მოიპოვა

16:10; 22.09.2026
საზოგადოება

CMIS: ბოლო ერთ წელში, საქართველოში მედიის თავისუფლების დარღვევის 229 შემთხვევა დაფიქსირდა

15:36; 22.09.2026
საზოგადოება

„ გაფრინდა იქ, სადაც დიდი სიყვარული ელოდება”

15:11; 22.09.2026
პოლიტიკა

ოზურგეთის მერიაში რეორგანიზაცია დასრულდა _ ვაკანსიებზე კონკურსი გამოცხადდება

13:45; 22.09.2026
საზოგადოება

ზედოზირების შემთხვევები და შესაძლო სინთეზური ოპიოიდები _ რას წერს ზურაბ სიხარულიძე

13:41; 22.09.2026
ფინანსები

დარეგისტრირდი STEM სკოლაში და ისწავლე საქართველოს ბანკის სტიპენდიით

13:25; 22.09.2026

დღის ფოტო

დღის ფოტო

ფოტოამბავი თელავის საგამოცდო ცენტრიდან – 30 წლის მონაზონი ერთიან ეროვნულ გამოცდებს აბარებს

14:57; 2.07.2026
0

ლისის ტბა _ თბილისელების საყვარელი დასასვენებელი ადგილი

11:19; 10.01.2026

ფეისბუქსტატუსები

ფეისბუქსტატუსები

,,მგონი ვიცი, რაც ემართებათ სუსის უფროსებს“ – ნინო ჯანგირაშვილი

14:43; 14.09.2026
0

კახა კახიშვილი: „ასეთი მეთოდებით ბრძოლამ არ უნდა მიგვიყვანოს იქამდე, რომ ექიმებს ავადმყოფის დახმარების შეეშინდეთ“

12:00; 14.09.2026

ხსოვნა

ხსოვნა

მამუკა ცინცაძე

11:22; 6 აპრილი, 2026
ხსოვნა

ხატუა (კლაუდია) ლომჯარია

09:02; 4 აპრილი, 2026

გურია ნიუსი

gurianews@gurianews.com
  • რეკლამა საიტზე
  • რეკლამა გაზეთში
  • ჩვენ შესახებ

Developed By  Web Features  2026 © All rights reserved

შედეგი არ არის
ყველა შედეგი
  • მთავარი
    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • ფინანსები
    • სამართალი
    • კულტურა
    • სპორტი
    • დღის ფოტო
  • G-NEWS TV
  • კარმიდამო ჩემი
    • ხელგარჯილობა
    • ჩვენი რჩევები
    • კულინარია
    • მწვანე აფთიაქი
  • ისტორია
  • ფეისბუქსტატუსები
  • 21-ს ქვევით
  • მსოფლიო
  • გართობა
    • ზაფრანი
    • ტესტები
    • ა კიდო