წუხელ, ურეკში, ერთ-ერთი ადგილობრივი მცხოვრების, ნანა ქავთარაძის სახლი დაიწვა.
_ ხუთი წუთი არ დაგვიანებია სამაშველო სამსახურს, თორემ სახლი ხისაა და ფერფლი თუ დარჩებოდა, _ამბობენ თვითმხილველები.
დღეს, დილით ადგილზე მივიდნენ ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერის მოვალეობის შემსრულებელი, ალექსანდრე სურგულაძე, მოადგილე ირაკლი სირაძე და ინფრასტრუქტურის სამსახურის უფროსი, თემურ გიორგაძე.
_ ვიყავით ადგილზე. დავათვალიერეთ შენობა. კორპუსი შენარჩუნებულია. ყველანაირად ვეცდებით, შესაძლებლობის ფარგლებში, დავეხმაროთ, _ თქვა „გურია ნიუსთან“ ირაკლი სირაძემ.
[sexy_author_bio]