ტოკიოს ოლიმპიური თამაშების დასრულებამდე 2 დღით ადრე, თავისუფალი სტილით ჭიდაობის წარმომადგენელმა და ერთ-ერთმა ლიდერმა, გენო პეტრიაშვილმა ქართულ დელეგაციას მე-8 ისტორიული მედალი მოუპოვა.
მძიმე წონის ფინალში, ქართველი ფალავანი ახალგაზრდა ამერიკელ, გეიბლ სტივენოსოს დაეჭიდა და დაძაბულ ბრძოლაში დამარცხდა . რიოს ოლიმპიადაზე მოპოვებუილ ბრინჯაოს მედალს ტოკიოს ოლიმპიადის ვერცხლის მედალიც შემატა.
ამრიგად, საქართველოს ოლიმპიური გუნდის საუკეთესო შედეგი დააფიქსირა, მედლების რაოდენობის მიხედვით (მედლების ხარისხით ჩვენი საუკეთესო ხარისხი 3 ოქროს მედალია). 3 ოქრო, 5 ვერცხლი და 1 ბრინჯაო არის ჩვენების მონაგარი და კიდევ 2 სპორტსმენს ექნება მედლის მოპოვების შანსი. ხვალ ბრინჯაოს მედლისთვის იჭიდავებს ელიზბარ ოდიკაძე, მას 2 დაპირისპირებაში გამარჯვება ესაჭიროება მედლის მოსაპოვებლად. ხოლო კარატისტი, გოგიტა არქანია, 5-კაციან ჯგუფში პირველი ორი ადგილის დაკავებით ინაღდებს მინიმუმ ბრინჯაოს მედალს.
[sexy_author_bio]