ჩრდილოეთ იტალიაში, ნეგრარში მდებარე ერთ-ერთი ვენახის ქვეშ რომის იმპერიის პერიოდის, იდეალურად შემონახული მოზაიკა აღმოაჩინეს.
ფოტოებზე კარგად ჩანს, თუ რამდენად რთულ ნამუშევართან და ფერადი დეტალებით დატვირთულ გამოსახულებასთან გვაქვს საქმე.
ოფიციალური უწყებების ცნობით, მოზაიკა, რომელიც ოდესღაც საცხოვრებელი სახლის იატაკი იყო, დღის სინათლეს მალე იხილავს და მისი დათვალიერება ყველა დაინტერესებულ ადამიანს შეეძლება.
ჯერჯერობით, დაუდგენელია მოზაიკის დამზადების ზუსტი თარიღი.
[sexy_author_bio]