„ხვალ ჩვენ ვიმსჯელებთ გარკვეული რეგულაციების შემოტანაზე”, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა თბილისის ინფექციურ საავადმყოფოში განაცხადა, სადაც“ფაიზერის“ პირველი დოზით აიცრა.
“ხვალ ჩვენ ვიმსჯელებთ გარკვეული რეგულაციების შემოტანაზე, როგორიც არის ნიღბების ტარება. შევდივართ საარჩევნო აქტიურ ფაზაში, უნდა გავითვალისწინოთ, რომ გარკვეული სტანდარტით ჩავატაროთ აღნიშნული არჩევნები. მე ასევე გამოვედი ინიციატივით, რომ მაგალითად ცესკოს შევთავაზეთ, რომ მაქსიმალურად მოკლე დროში, ეფექტიანად ჩავატარებთ ვაქცინაციას, აცრებს ჩავუტარებთ კომისიის ყველა წევრს, ასევე გვსურს, რომ კანდიდატებს შევთავაზოთ ვაქცინაცია და ყველას ზოგადად, ვინც არის ჩართული ამ არჩევნებში, იმისთვის, რომ მართლაც მაღალი სტანდარტით ჩავატაროთ კოვიდისგან დაცული, უსაფრთხო არჩევნები“, – თქვა პრემიერმა.
შეგახსენებთ, რომ ღია სივრცეში პირბადის ტარების ვალდებულების გაუქმება თვენახევრის წინ თავად პრემიერმა გამოაცხადა. ასევე, მისივე ინიციატივით გაუქმდა ყველა ჯარიმა, რაც რეგულაციების დარღვევას უკავშირდებოდა.