დღეს ლანჩხუთის საკრებულოს წევრებს, მერის წინადადების საფუძველზე, რიგგარეშედ მოუწიათ შეკრება.
სხდომას საკრებულოს თავმჯდომარე ბესიკ ტაბიძე უძღვებოდა და სხდომის დღის წესრიგი ერთი საკითხისგან შედგებოდა. კერძოდ, ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე საარჩევნო სააგიტაციო მასალების განთავსების რეგულირების შესახებ განკარგულების დამტკიცებას.
საკითხი მერიის ქონებისა და ეკონომიკის სამსახურის უფროსმა გია ნაჭყებიამ გააცნო დეპუტატებს და იმ ობიექტების ჩამონათვალი გააცნო, სადაც საარჩევნოდ სააგიტაციო მასალის გაკვრაა შესაძლებელი.
ზემონახსენები განკარგულების მიხედვით, ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე საარჩევნო პლაკატების გასაკრავ და გამოსაფენ ადგილებად სკვერები და მოსაცდელები შეირჩა.
[sexy_author_bio]