ოზურგეთში კორონავირუსით ინფიცირების 64 შემთხვევა დაფიქსირდა. ამის შესახებ “გურია ნიუსს” საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრში განუცხადეს.
როგორც “გურია ნიუსს” ოზურგეთის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრში განუმარტეს, 64 შემთხვევაში შედის წინა დღეს ჩატარებული პსრ ტესტების პასუხებიც, რომლებიც დაგვიანებით გახდა ცნობილი და ამის გამო დღევანდელ მონაცემში აისახა. ასეთი 13 შემთხვევაა.
ამ დროისთვის ოზურგეთში აქტიურია კორონავირუსით ინფიცირების 378 შემთხვევა, საიდანაც სტაციონარში 65, საკარანტინე სივრცეში 111, ხოლო ბინაზე 42 პაციენტი მკურნალობს. თვითიზოლაციაში ინფიცირებულებთან კონტაქტში მყოფი 192 ადამიანია.
სულ კი ოზურგეთში დაფიქსირებულია კორონავირუსის 5242 შემთხვევა, გამოჯანმრთელებულია 4798 ადამიანი, გარდაცვლილია 67.
[sexy_author_bio]