“საზოგადოებრივი მაუწყებლიდან” გათავისუფლებული ჟურნალისტი, ირაკლი აბსანძე ტელევიზიაში არაფორმალურ მმართველობაზე საუბრობს. ის ვარაუდობს, რომ პირველი არხის პოლიტიკურ-საზოგადოებრივ ბლოკს ვასილ მაღლაფერიძე აკონტროლებს.
“ბრძანებაში ეწერა, რომ წყვეტენ ჩემთან ხელშეკრულებას, შესაბამისად შრომით საქმიანობას ვეღარ გავაგრძელებ საზოგადოებრივ მაუწყებელში, დეტალებზე ჩემი იურისტები მუშაობენ. რამდენიმე კონკრეტული პუნქტია იქ მითითებული, რომელიც ჩემი აზრით, მე არ დამირღვევია.
სამწუხაროდ, ისევე, როგორც მთელ ქვეყანაში, საზოგადოებრივ მაუწყებელშიც არსებობს არაფორმალური მმართველობა, ჩვენი ყოფილი დირექტორი, ვასილ მაღლაფერიძე, რომელმაც გადაინაცვლა პარტიაში, შემდეგ დაახლოებით 2 კვირაში დაბრუნდა ტელევიზიაში, ოღონდ მე-2 არხზე, საგანმანათლებლო პროექტში. ჩემი აღქმით, ის მართავს საზოგადოებრივი მაუწყებლის პოლიტიკურ-საზოგადოებრივ ბლოკს”, – ამბობს აბსანძე.