სექტემბრიდან კვების ობიექტებში, სპა სალონებში, ფიტნესკლუბებში მხოლოდ კორონავირუსზე აცრილი პირები ან ისინი დაიშვებიან, ვისაც კორონავირუსზე ბოლო 72 საათში ჩატარებული პსრ ან ბოლო 24 საათის განმავლობაში ჩატარებული სწრაფი კოვიდტესტის უარყოფითი პასუხი აქვს. ამის შესახებ საკოორდინაციო საბჭო მსჯელობს და გადაწყვეტილებას უახლოეს მომავალში მიიღებენ.
ინიციატივა კი დაავადებათა კონტრროლის ცენტრის ხელმძღვანელს ეკუთვნის.