ბოლო 24 საათის განმავლობაში სამტრედიაში კოვიდ-19-ით დაინფიცირების 54 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. ამის შესახებ „გურია ნიუსს“ სამტრედიის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის ხელმძღვანელმა, მარინა თევზაძემ განუცხადა.
თევზაძე მუნიციპალიტეტის მასშტაბით მომატებულ შემთხვევებზე საუბრობს და იქვე დასძენს, რომ მოსახლეობის დიდი ნაწილი არ იცავს რეგულაციებს, არ ერიდება საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებში ხალხმრავალ შეკრებებს და დიდ სუფრებს, რაც ძირითად შემთხვევაში იწვევს კორონავირუსის გავრცელებას.
მარინა თევზაძე სამტრედიელებს მეტი სიფრთხილისკენ მოუწოდებს და ურჩევს, ჩაიტარონ ვაქცინაცია.
თევზაძის ინფორმაციით, სამტრედიაში სულ დადასტურებულია 4686 შემთხვევა, თვითიზოლაციაში 298 პირი იმყოფება.
[sexy_author_bio]