თბილისში ნარჩენების მართვის კოდექსის დარღვევის 3 ფაქტი გამოავლინეს.
„გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის გარემოსდაცვითი პატრულირებისა და სწრაფი რეაგირების სამსახურის თანამშრომლებმა ნარჩენების მართვის კოდექსის დარღვევის 3 ფაქტი გამოავლინეს.
თბილისში, მუხიანისა და ძმები მაღალაძეების ქუჩის მიმდებარედ, მოქალაქეები ელექტრო სადენების წვას ახდენდნენ, ხოლო კახეთის გზატკეცილის მიმდებარედ – საყოფაცხოვრებო ნარჩენების.
გარემოსდაცვითი პატრულირებისა და სწრაფი რეაგირების სამსახურის თანამშრომლების მიერ შედგა შესაბამისი საჯარიმო ქვითრები“,_ ნათქვამია ინფორმაციაში.