ამ დილით, ოზურგეთის ავტოსადგურში სამიოდე ტრანსპორტი, თბილისის ავტობუსი და ქუთაისის მიმართულებით მოძრავი ორი მიკროავტობუსი იდგა.
_დაცარიელდა სადგური. მუნიციპალური ტრანსპორტი სამი კვირის მანძილზე აღარ იმოძრავებს. მგზავრები ისეც ნაკლებად იყვნენ. ახლა თბილისის ავტობუსზე ჩანთებს უფრო მეტი აგზავნის, ვიდრე თავად მგზავრობს. შეხედეთ, დღეს „მგზავრების“ როლში ჩანთებია. ხუთ ადამიანია ჯერ მოსული, – გვითხრეს ავტოსადგურში მორიგე ოპერატორებმა.
უფრო მეტიც, ცარიელი იდგა ქუთაისისკენ მიმავალი მიკროავტობუსი და როგორც აქ თქვეს, თუ მგზავრები მოგროვდებიან, იმ შემთხვევაში გავა. გასვლის დრო, მგზავრების არარსებობის გამო, შესაძლოა გადაიწიოს.
_რად უნდოდათ ეს შეზღუდვა რომ შემოიღეს? ხალხი ისეც ნაკლებად მოძრაობს და აქამდეც ხუთი-ექვსი ადამიანი თუ მგზავრობდა. პანდემიას ის ავრცელებს, ვისაც ფული აქვს და ამ ზაფხულში საგრიალო დრო დაუდგა. საცოდავ ხალხს ახლა თხილი ჩამოჰქონდა ქალაქში ჩასაბარებლად და ამაზეც ტაქსის უნდა გამოიძახონ, _ ბჭობდა სამიოდე კაცი ავტოსადგურში.
დღეიდან, 14 აგვისტოდან, როგორც ცნობილია, უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, 4 სექტემბრამდე, სამი კვირის განმავლობაშიშეზღუდვები იმოქმედებს და ერთ-ერთი მუნიციპალური ტრანსპორტის მოძრაობის შეზღუდვაა.
[sexy_author_bio]