ქაბულში დაძაბული მდგომარეობის გამო საქართველოს მოქალქეებმა გამოფრენა ვერ შეძლეს. ამის შესახებ განცხადება საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ ალექსანდრე ღვთისიაშვილმა გააკეთა.
„ვთხოვეთ ჩვენს მოქალაქეებს რომ მისულიყვნენ აეროპორტში, მაგრამ სამწუხაროდ მათ მისვლა ვერ მოახერხეს იმ მომენტისთვის როცა რეისი იყო დაგეგმილი და უკრაინული ბორტი გამოფრინდა მათ გარეშე. ჩვენ სხვა ქვეყნებთან გვქონდა საუბარი. მათი მხრიდან არის დასტური, რომ მათი გამოყვანა მოხერხდება თუ აეროპორტში მივლენ“,_ განაცხადა ღვთისიაშვილმა.
საუბარი კერძო კომპანიებში დასაქმებულ 21 ადამიანზე. ისინი ყოფილი სამხედროები არიან. მისივე ინფორმაციით, ისინი აერპორტიდან 2 კილომეტრის დაშორებით იმყოფებიან.
მისივე თქმით, მათ აეროპორტში ჯავშნიანი მანქანებით მიიყვანენ.
გარდა ამისა, მიღებულია გადაწყვეტილება, რომ ქაბულში საქართველოს თვითმფრინავი ჩაფრინდეს და მოქალაქეები გამოიყვანოს და ამის შესახებ მოლაპარაკებები მიმდიონარეობს.