დღეს ჩოხატაურს ყოფილი პრემიერი, გიორგი გახარია სტუმრობს.
მან ჩოხატაურში პარტიის ოფისი „ჩოხატაური საქართველოსთვის“ გახსნა და ოფისის წინ, დუმბაძის სკვერში შეკრებილ ადამიანებს სიტყვით მიმართა.
გახარიამ ისაუბრა იმ პრობლემების შესახებ, რაც დღეს გურიაში დგას.
„სამწუხაროა, რომ გურიაში რადგან ბევრი სამუშაო ადგილი არ არის, ახალგაზრდები ტოვებენ აქაურობას და მიდიან საზღვარგარეთ სამუშაოდ. უაღრესად სამწუხაროა, რომ გურიაში დღეს ყველაზე დაბალი მაჩვენებელია ოჯახზე შემოსავალის. გურიაში ყველაზე დაბალი მაჩვენებელია სისტემური ინფრასტრუქტურული პროექტების მშენებლობის, მაშინ როდესაც აქ არის ძალიან ბევრი შესაძლებლობა რომ თითოეულ მუნიციპალიტეტს ან გავუხსნოთ ძველი ფუნქცია რაც ჰქონდა ან შევძინოთ ახალი. მაგალითად როგორიც არის ტურიზმი. ზღვა და მთა ერთად. აქ შეიძლება ძალიან კარგი კლასტერის გაკეთება. მაგალითად, როგორიცაა ბახმარო და გომისმთა, შეიძლება ელიტარული მაღალი დონის ტურისტული ზონების გაკეთება შეიძლება და დღეს იქ რაც ხდება ჩემზე უკეთ იცით. სოფლის მეურნეობის ისეთი ნიშნური დარგები როგორიცაა ზოგიერთ რეგიონში მეღვინეობა , მეჩაიეობა, თხილი, ეს ყველაფერი არის მაღალმომგებიანი, მაგრამ საჭიროა ამაზე მუშაობა“,_ განაცხადა გახარიამ.
გახარიამ აღნიშნა, რომ ძლიერი სახელმწიფო ძლიერი რეგიონების გარეშე შეუძლებელია.
ყურადღება გაამახვილა იმაზეც, რომ პროგრამა რომელიც ჩოხატაურის განვითარებას ისახავს მიზნად, მერობის კანდიდატმა ადგილობრივ მოსახლეობასთან ერთად უნდა განიხილოს. თუმცა, ეს მას შემდეგ მოხდება რაც პარტიის სია დაკომპლექტდება.
„როგორც კი სიას დავაკომპექტებთ ჩოხატაურის განვითარების პროგარმას მერობის კანდიდატი დაჯდება და თქვენთან ერთად განიხილავს. არავინ უკეთესად არ იცის აქ რა არის საჭირო თბილისთან შედარებით. ამიტომ ეს პროგრამა ჩათვალეთ, რომ არის სამუშაო ღია დოკუმენტი,. მაგრამ ეს არის ვიღაც თბილისელი ეკომისტების და მეცნიერების იდეა, რომლებსაც ადგილობრივ ნიადაგთან შეხება არ ჰქონია. ამიტომ ხალხმა უნდა ჩამოიტანოს და თვენთან ერთად განიხილოს“,_ განაცხადა გახარიამ.
სია კი გახარიას თქმით, კეთილსინდისიერი და პროფესიოანლი ადამიანებით დაკომპლექტდება.
„გურიაში, ჩოხატაურში ვლაპარაკობთ კონკრეტულ გეგმებზე, პირველი პრინციპი იქნება ყველა ის ადამიანი, ვინც იქნება ჩვენს გვერდით უნდა იყოს კეთილსინდისიერი და პროფესიონალი. თუ ადამიანი არ პასუხობს ამ კრიტერიუმებს არ უნდა ეწყინოს მას რომ ვეტყვით ბოდიში, მაგრამ შენზე უკეთესები არიან და საქმე მათ უნდა გააკეთონ.
მეორე, სახელმწიფო ძლიერი თუ არ იქნა ჩვენ ვერ დავიცავთ ვერც კულტურას, ვერც ჩვენ ხანდაზმულებს. წესრიგის გარეშე არ იქნება არც ეკონომიკა და არც სამუშაო ადგილები“,_ განაცხადა გახარიამ.