“ქართული ოცნების” ოზურგეთის მერობის კანდიდატი, ავთანდილ თალაკვაძე წინასაარჩევნო კამპანიის ფარგლებში, კულტურის სფეროს წარმომადგენლებს შეხვდა. მან საზოგადოებას საარჩევნო პროგრამა და სამომავლო გეგმები გააცნო. ისაუბრა პრობლემებზე, რომელთა მოგვარებასაც გეგმავს, ასევე, უპასუხა კითხვებს.
“პანდემიამ კულტურის სფეროს მნიშვნელოვანი ზიანი მიაყენა, თუმცა, თქვენი თანადგომა და სოლიდარობა კოვიდ19-თან ბრძოლაში ძალიან მნიშვნელოვანი იყო. კარგი დღეები აუცილებლად დაბრუნდება და კულტურის სფეროში აქტივობას ჩვენ ერთად აღვადგენთ. ოზურგეთს სჭირდება თანამედროვე თვითმმართველობა და ლიდერი, რომელიც საზოგადოებასთან მუდმივ კომუნიკაციაშია. ვგეგმავთ ჩვენი ქალაქის და სოფლების ისტორიული უბნების რეაბილიტაციას, მუზეუმების განვითარებას და მის დაკავშირებას ტურისტულ ნაკადებთან, შავის ზღვის სანაპიროს ვიზიტორებისთვის ოზურგეთის და ჩვენი სოფლების კულტურის, ტრადიციების და ისტორიული ადგილების შეთავაზებას. ოზურგეთმა მომავალში რამდენიმე მნიშვნელოვან, მაღალი დონის ფესტივალს უნდა უმასპინძლოს. ჩვენ აქტიურად ვითანამშრომლებთ თქვენთან ბიუჯეტის დაგეგმვის პროცესში”, – განაცხადა ავთანდილ თალაკვაძემ.
(R)