ლანჩხუთის პოლიციის ყოფილი თანამშრომელი პეტრე დვალიშვილ, რომელიც დღეს, 71 წლის ასაკში გარდაიცვალა, „სინოფარმით“ ორჯერ იყო აცრილი.
როგორც გარდაცვლილის ახლობლები აცხადებენ, სავარაუდოდ, კოვიდით პირველი აცრის შემდეგ დაინფიცირდა, მაგრამ რადგან აცრის წინ ინფექციაზე შემოწმება არ ხდება და ის უსიმპტომოდ მიმდინარეობდა, მეორე აცრა უპრობლემოდ გაიკეთა. ყოფილ პოლიციელს თანმდევი დაავადება ჰქონდა და მალე მისი მდგომარეობა დამძიმდა. სამწუხაროდ, ექიმებმა მისი გადარჩენა ვერ შეძლეს.
„პირველი აცრის შემდეგ არანაირ გართულება არ ყოფილა. სავარაუდოდ, კოვიდ-19 ამის შემდეგ შეეყარა. მეორე აცრის შემდეგ კი, თანმდევი დაავადება გაურთულდა“, _ ამბობენ გარდაცვლილის ახლობლები.
წყარო: guriatoday.ge