რომის პაპი ფრანცისკე აცხადებს, რომ ვაქცინებს შეუძლია პანდემია დაასრულოს და მოქალაქეებს კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინაციისკენ მოუწოდებს.
„ღვთის წყალობითა და მრავალი ადამიანის მუშაობის წყალობით, ჩვენ ახლა გვაქვს ვაქცინები, რომლებიც დაგვიცავს კოვიდ-19- ისგან. ისინი გვაძლევენ პანდემიის დასრულების იმედს, მაგრამ მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ისინი ყველასთვის ხელმისაწვდომი იქნება და ერთად ვიმუშავებთ“, – აცხადებს პაპი ვიდეო მიმართვაში.
მისი თქმით, ვაქცინაცია ერთმანეთზე ზრუნვის გზაა.
„ვაქცინაცია არის მარტივი, მაგრამ მნიშვნელოვანი გზა საერთო სიკეთის პოპულარიზაციისა და ერთმანეთზე ზრუნვისთვის, განსაკუთრებით ყველაზე დაუცველებისთვის. ვლოცულობ ღვთის წინაშე, რომ თითოეულმა ადამიანმა შეძლოს საკუთარი წვლილის შეტანა ქვიშის პატარა მარცვლით, საკუთარი სიყვარულის მცირე ჟესტით”, – აცხადებს პაპი.
ცნობისათვის, რომის პაპი კოვიდ 19-ის საწინააღმდეგო ვაქცინით მიმდინარე წლის მარტში აიცრა.