„საოცარი კაცი დააკლდა ლანჩხუთს! უფალს ებარებოდეს…ეს იყო ადამიანი, რომელმაც ბევრი სიყვარული და სითბო დატოვა. ჩვენი ტიტევიჩი, ძალიან დაგვწყვიტა გული… “ _ ასე ეხმაურებიან ლანჩხუთლები ღვაწმოსილი ექიმ-პედიატრის ბორის ბურძგლას გარდაცვალებას, რომელიც მძიმე დაავადებას ებრძოდა.
ბორის ბურძგლა ლანჩხუთის სინამდვილეში იყო ექიმი, რომელსაც ყოველთვის ენდობოდნენ.
„საოცარი ალღო ქონდა. საკუთარი საქმის პროფესიონალი და მოწოდებით ექიმი იყო, უტყუარ დიაგნოზს სვამდა. მუდამ პატარების სიცოცხლის სადარაჯოზე იყო, ვინ ჩამოთვლის რამდენი ბავშვის სიცოცხლე გადაარჩინა. ბევრი წელი ემსახურა პედიატრიას და ბევრი სითბო დატოვა ადამიანებში.
კარგი ექიმი და ღირსეული ადამანი იყო.ღმერთმა ნათელში ამყოფოს მისი სული..“ _ ამბობენ ის ლანჩხუთელები, ვინც ბორის ბურძგლას როგორც ექიმს და როგორც უბრალოდ ადამიანს.
ნანა ბეროშვილი -„ ძალიან მეწყინა ბატონი ბორისის გარდაცვალება. ჩემი ბავშვების ექიმი, იმ გაჭირვებულ 90-იანებში დაუზარებლად რომ მოდიოდა ფეხით და უანგაროდ გვეხმარებოდა. უცვლელი ავტორიტეტი წლების მანძილზე. ღმერთმა გაანათლოს მისი სული. ერთი დიდი ადამიანი დააკლდა რაიონს“.
„ჩვენ დიდი შეხვედრები გვქონდა.
იმდენი წელია ერთმანეთს ვიცნობდით. თქვენ კიდევ არ იცით ახალგაზრდებმა, რა დიდებული ხალხი დააბიჯებდა ჩვენს ქალაქში.მოწიწებას იმსახურებდნენ.
როგორ დაგვწყვიტე გული, ჩვენო უფროსო მეგობარო.
ნათელი შენს სულს!
ნახვაც კი ვერ მოვასწარი.“ _ წერს მერიის პრესასთან ურთიერთობის ხელმძღვანელი მაკა სულაბერიძე.