წინანდალში მომხდარი მკვლელობის საქმეზე დაკავებული ზურაბ ზვიადაურის ადვოკატი ამბობს, რომ ოლიმპიური ჩემპიონები, ლაშა ბექაური და ლაშა ტალახაძე მზად არიან, სპორტსმენს თავდებში ჩაუდგნენ.
ადვოკატის თქმით, სასამართლოზე მისი გირაოთი გათავისუფლებას ან აღკვეთი ღონისძიების გარეშე დატოვებას მოითხოვენ.
“თავს დამნაშავედ არ ცნობს. ჩვენ, რა თქმა უნდა, მოვითხოვთ აღკვეთი ღონისძიების გარეშე დატოვებას, მაგრამ ალტერნატივად სასამართლოს აუცილებლად მოვთხოვთ გირაოთი იყოს დატოვებული და ცნობილ პიროვნებებს, სპორტსმენებს, რომლებიც თავდებში დაუდგებიან წარვუდგენთ სასამართლოს. ვიცი, რომ ოლიმპიური ჩემპიონები მზად არიან”,- თქვა ადვოკატმა.
ჟურნალისტის კითხვას, რომელ სპორტსმენებს გულისხმობს ის, ადვოკატი ასე პასუხობს:
“არამარტო ბექაურს, ალბათ, ლაშა ტალახაძეც იქნება. მზაობას გამოთქვამს”,- თქვა მან.
წინანდალში მომხდარ მკვლელობაზე ზვიად ზვიადაურს პროკურატურამ ბრალი განზრახ მკვლელობის მუხლით წარუდგინა. კიდევ ერთ დაკავებულ ჯაბა ჯანგირაშვილს კი ბრალი იარაღის დაუდევრად შენახვის მუხლით აქვს წარდგენილი.
მკვლელობა წინანდლის ტყეში 16 აგვისტოს მოხდა.