ლარის კურსი 1,6 ზე უნდა დაბრუნდეს, ბანკებმა საპროცენტო განაკვეთები რომ დაუწიონ, თუ ზამთარში გაძვირებული კომუნალური გადასახადები რომ მოვა, ეს ხალხს დამატებით პრობლემებს არ შეუქმნის?! _ ამის შესახებ პოლიტიკური გაერთიანება ტრიბუნას ლიდერმა დავით ჭიჭინაძემ ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.
ჭიჭინაძის თქმით, „ჩვენ ვცხოვრობთ ქვეყანაში, სადაც ფულის გადახდას ყველა გექაჩება, აი ფულს როგორ იშოვო, ეგ არ აინტერესებს არავის;
შემოსავალს ისე გიკეტავენ არავინ ფიქრდება იმაზე, რომ ხვალ შეიძლება ლუკმა-პური ვეღარ მიუტანო შვილებს, სამაგიეროდ გადასახადს არ გპატიობენ ერთი დღითაც კი!
ქვეყანაში, სადაც მინისტრები კანონს არღვევენ, საბოტაჟს აწყობენ, კლავენ მოსახლეობას, ვაქცინა დროულად არ შემოიტანეს და იმიტომ! ანუ, დანაშაულს ჩადიან, რასაც ირიბად, მაგრამ პირადად აღიარებს პრემიერი ღარიბაშვილი და სისხლის სამართლის პასუხისგებაში არავინ არის მიცემული!
მოკლედ, გამოდის, რომ საკუთარ ხალხზე ექსპერიმენტებს დადგამ, მოწამლავ, არ უმკურნალებ, მომავალს წაართმევ და არანაირი პრობლემა, მთავარია ეს ყველაფერს გაამართლო იმით, რომ წინა 9 წელი იყო ცუდი…_ განაცხადა ჭიჭინაძემ.