ოზურგეთის საოლქო საარჩევნო კომისიის წევრებმა ჭარდების ბაღში აქცია მოაწყვეს.
ისინი ადგილობრივებს, ზოგადად, არჩევნებისა და მათი საარჩევნო უფლების შესახებ ესაუბრნენ, ასევე, საარჩევნო ადმინისტრაციის მიერ შეთავაზებული სერვისებისა და საარჩევნო/საგანმანათლებლო პროგრამების შესახებ მიაწოდეს ინფორმაცია.
აქციის ფარგლებში, ადგილობრივებმა საარჩევნო ბროშურები მიიღეს.
საინფორმაციო კამპანია „ვესაუბრებით ამომრჩეველს“ მთელი საქართველოს მასშტაბით ხორციელდება.
[sexy_author_bio]