ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის დაბა ბახმაროში კორონავირუსის შემთხვევები იკლო _ ამის შესახებ “გურია ნიუსს“ ჩოხატაურის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის უფროსმა ნატო ჯიბუტმა განუცხადა.
მისივე თქმით, დამსვენებლებს აქვთ საშუალება, ადგილზე გაიკეთონ სწრაფი ტესტი.
“უფრო მეტად უნდა დაიცვას ყველამ წესები. ამ ეტაპზე ბახმაროში ოთხი ოჯახის გადის თვითიზოლაციას. იყო შემთხვევები, როდესაც რამდენიმე ადამიანს დაუდასტურდა კორონავირუსი _ ისინი, მათი მოთხოვნის გათვალისწინებით, საკუთარ სახლებში გადავიყვანეთ“, _ გვითხრა ნატო ჯიბუტმა.
“გურია ნიუსის“ კითხვაზე, ხდება თუ არა თვითიზოლაციაში მყოფნი ადამიანების კონტროლი, ნატო ჯიბუტმა გვიპასუხა:
“დიახ, პოლიციის თანამშრომლები ყოველდღიურად აკონტროლებს იმ ოჯახებს, რომლებიც ბახმაროში თვითიზოლაციაში გადიან მკურნალობას. მათ ვირუსი იოლ ფარგლებში აქვთ. ისინი გადიან ონლაინკონსულტაციებს და ვეხმიანებით ჩვენც, რომ ყურადღება არ მოვაკლოთ“, _ გვითხრა ნატო ჯიბუტმა.
ჩვენი რესპონდენტი აღნიშნავს, რომ აუცილებელია წესების დაცვა, რადგან არ მოხდეს გართულებები და დამსვენებლებმა მშვიდად დაისვენონ.
[sexy_author_bio]