კორონავირუსით ოზურგეთის საფინანსო ბიუროს თანამშრომელი ეკა სურგულაძე გარდაიცვალა _ ინფორმაციას მისი გარდაცვალების შესახებ სოციალურ ქსელში ოჯახის ახლობლები ავრცელებენ.
როგორც “გურია ნიუსისთვის“ გახდა ცნობილი, ეკა სურგულაძე მკურნალობას საჩხერის კლინიკაში გადიოდა. მას, ასევე, ჰქონდა ჯანმრთელობის თანმხლები პრობლემები.
“გურია ნიუსი“ თანაუგრძნობს და სამძიმარს უცხადებს გარდაცვლილის ოჯახს.
[sexy_author_bio]