გულეკარში მდინარეში დაკარგულ ბავშვს ამ დრომდე ეძებენ.
შეგახსენებთ, რომ აბაშის მუნიციპალიტეტის სოფელ გულეკარში, 4 ბავშვი რიონში გუშინ შევიდა. ისინი დინებამ გაიტაცა. 3 მათგანის გადარჩენა მეთევზეებმა შეძლეს. ერთს კი მაშველები ამ დრომდე ეძებენ.
სამაშველო სამუშაოები წუხელ, გვიან ღამით შეწყდა და ამ დილით განახლდა.
გურია ნიუსი კომენტარს ელოდება სამაშველო სამსახურიდან, რასაც მიღებისთანავე შემოგთავაზებთ.
[sexy_author_bio]