რუსეთის ფედერაციიდან გაძლიერებული ზეწოლის პირობებში, ჩვენ ყოველთვის ვგრძნობდით საქართველოს მხარდაჭერას, რომელიც ახლა არის ძალიან ძვირფასი და ღირებული, – ამის შესახებ უკრაინის პრემიერ-მინისტრმა დენის შმიგალმა, საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილთან ერთობლივ პრესკონფერენციაზე განახადა.
დენის შმიგალმა საქართველოს პრემიერ-მინისტრს უკრაინის ტერიტორიული მთლიანობის და სუვერენიტეტის ურყევი მხარდაჭერისთვის, ასევე რუსეთის მიერ ყირიმის უკანონო ანექსიის არაღიარებისთვის მადლობა გადაუხადა.
„საქართველოს პრემიერ-მინისტრ ბატონ ირაკლი ღარიბაშვილის ოფიციალური ვიზიტი შესაძლებლობას მოგვცემს, რომ ფოკუსირება მოვახდინოთ ჩვენი პრაქტიკული ნაბიჯების განხილვაზე, ჩვენს ქვეყნებს შორის სტრატეგიული თანამშრომლობის ინტენსიფიკაციის მიზნით.
დღეს ჩვენ გვქონდა შესაძლებლობა, განგვეხილა ქართულ-უკრაინული ურთიერთობების ყველა ასპექტი, უსაფრთხოების, საგარეო, პოლიტიკური მიმართულებით, ასევე ვაჭრობისა და ეკონომიკურ სფეროებში თანამშრომლობის კუთხით.
მადლობა მინდა გადავუხადო საქართვლოს, უკრაინის ტერიტორიული მთლიანობის და სუვერენიტეტის ურყევი მხარდაჭერისთვის, ასევე რუსეთის მიერ ყირიმის უკანონო ანექსიის არაღიარებისთვის, დონბასზე რუსეთის აგრესიის დაგმობისთვის, ასევე დროებით ოკუპირებულ ტერიტორიებზე ადამიანის უფლებების დაცვასთან დაკავშირებით აქტიური პოზიციისთვის.
რუსეთის ფედერაციიდან გაძლიერებული ზეწოლის პირობებში, ჩვენ ყოველთვის ვგრძნობდით საქართველოს მხარდაჭერას, რომელიც ახლა არის ძალიან ძვირფასი და ღირებული, იმ ფონზე, როდესაც უკრაინამ დააფუძნა წინააღმდეგობის ახალი ფორმატი – ყირიმის პლატფორმა. დარწმუნებული ვარ, რომ საქართველოს მონაწილეობა „ყირიმის პლატფორმის” სამიტზე შესაძლებლობას მოგვცემს, რომ საერთაშორისო თანამეგობრობის ყურადღება გავამახვილოთ, რომ აუცილებელია იყოს კონსოლიდირებული ძალისხმევები, რომელიც უკავშირდება აფხაზეთის, ცხინვალის რეგიონის და სამხრეთ ოსეთის – საქართველოს ტერიტორიების დეოკუპაციის საკითხებს”, – აღნიშნა დენის შმიგალმა.