აბაშაში, სოფელ გულიკარში, მდინარე რიონში გაუჩინარებული მოზარდის სამძებრო ღონისძიებები ამ დროისთვის შეწყდა.
არსებული ინფორმაციით, დილიდან სამძებრო სამუშაოები კვლავ განახლდება და მასში დამატებითი ძალები ჩაერთვებიან.
შეგახსენებთ, რომ აბაშის მუნიციპალიტეტის სოფელ გულეკარში, 4 ბავშვი რიონში გუშინ შევიდა. ისინი დინებამ გაიტაცა. 3 მათგანის გადარჩენა მეთევზეებმა შეძლეს. ერთი კი, ჯერჯერობით, ვერ იპოვეს.
[sexy_author_bio]