ჯანდაცვის მინისტრი ეკატერინე ტიკარაძე ადასტურებს, რომ საქართველოში ორჯერ აცრილი ადამიანი კორონავირუსისგან გარდაიცვალა. ამის შესახებ ტიკარაძემ ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.
“ეს არის ძალიან სამწუხარო ფაქტი, თუმცა, მსოფლიოში მსგავსი ერთეული შემთხვევები ფიქსირდება და ასეთი დაფიქსირდა საქართველოშიც. ეს არ უნდა წარმოადგენდეს პანიკის საფუძველს, რადგან მსგავსი ფაქტები აღირიცხა მსოფლიოში აცრილთა 0.001%-ში“,_ განაცხადა ტიკარაძემ.
ჯანდაცვის მინისტრის განმარტებით, ორჯერ აცრილი ადამიანის გარდაცვალება სიცოცხლისთვის შეუსაბამო დაზიანებების განვითარებამ გამოიწვია.
“იყო განვითარებული სიცოცხლისთვის შეუსაბამო დაზიანებები, რაც გამოიწვია მათმა ქრონიკულმა დაავადებებმა და ამ შემთხვევაში ექიმების ძალისხმევაც აღმოჩნდა უშედეგო”, – თქვა მინისტრმა.
ეკატერინე ტიკარაძეს არ დაუკონკრეტებია პაციენტის ვინაობა, თუმცა, სავარაუდოდ, საუბარია მწერალ ვაჟა შაქარაშვილზე.