ლანჩხუთში ინფიცირების 39 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. ამის შესახებ „გურია ნიუსს“ ლანჩხუთის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის ხელმძღვანელმა ნატო მენაღარიშვილმა განუცხადა.
სულ ლანჩხუთში არის ინფიცირების 3103 შემთხვევა, გამოჯანმრთელებულია 2648 ადამიანი, გარდაცვლილია 45.
„მდგომარეობა სტაბილურად მძიმეა. კლინიკაში 30 ადამიანი მკურნალობს. საყურადღებოა რამდენიმე პაციენტის ჯანმრთელობის მდგომარეობა. ინფორმაციას უფრო ვფლობთ ადგილობრივ კლინიკაში მთავსებული პაციენტების შესახებ. ადგილები შევსებულია. პაციენტი როგორც კი ეწერება ახალი შემოდის. ადგილების დეფიციტია ყველგან“,_ გვითხრა მენაღარიშვილმა.